განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს. მას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
აქამდე გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
დღემდე განათლების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.