LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაწილი გადახდილი მაქვს, შეფუთავენ და მომცემენ..“ – ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა

336
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა, – ამის შესახებ მის ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული.

როგორც „ფორტუნას“ ფრიდონ ინჯიამ განუცხადა, ამ ეტაპზე შესყიდვის პროცესშია, რაც შეეხება თანხას, მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი.

„ჯერ ბოლომდე არ მიყიდია.. უბრალოდ, [დეკლარაციაში] გადახდა არის მითითებული, არც მახსოვს.. ნაწილი გადახდილი მაქვს, შეფუთავენ და მომცემენ..“, – განუცხადა ფრიდონ ინჯიამ „ფორტუნას“. 

ფრიდონ ინჯია არ აკონკრეტებს რისთვის სჭირდება ძვირად ღირებული ვერტმფრენი.

„ეს სხვა საქმეა, რა უნდა ვთქვა, ვყიდულობ რაღაცას, მჭირდება, დამთავრდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა.

დეკლარაციის  მიხედვით, რომელიც ფრიდონ ინჯიამ 2023 წლის 30 მარტს ჩააბარა, დეპუტატის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა საკმაოდ გრძელია და რამდენიმე გვერდს მოიცავს. ფრიდონ ინჯია ფლობს დიდძალ ქონებას, საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში.

დეპუტატს დეკლარაციაში ასევე მითითებული ჰყავს მეუღლე, ლალი რუხია, რომელიც ასევე დიდძალი ქონებისა და შემოსავლის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები