ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კეტი პერისა და ლედი გაგას პირველი შეხვედრაა აღბეჭდილი. ვიდეო 2008 წელს პარიზში, მატარებლის სადგურზეა გადაღებული.
კადრებში პერი გაგას მადონას ადარებს და აღნიშნავს, რომ მისი ფანია.
საგულისხმოა, რომ ორივე არტისტის დებიუტი ამავე წელს, ოც დღიანი დაშორებით შედგა. სადებიუტო სინგლი – Just Dance ლედი გაგამ 2008 წლის 8 აპრილს, ხოლო I Kissed a Girl კეტი პერიმ 28 აპრილს გამოუშვა.
დებიუტისას ლედი გაგა 22, კეტი პერი კი 24 წლის იყო.
საინტერესო ფაქტია, რომ შემსრულებლებს ხმაურიანი დებიუტისა და ,,ფიდბექის” მიუხედავად, ,,გრემის” ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომიანცია არ მიუღიათ.