LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2013 წელს მხატვარმა მესის მოგონილი თამაში დახატა: 2019-ში ლეომ ის რეალობად აქცია

124
2987369-61303108-2560-1440

2013 წელს მხატვარმა სუხას ნაჰაიანმა ლეო მესის კარიკატურა დახატა, სადაც არგენტინელი „ბეტისის“ მცველებს გაურბის. იმ სეზონში ლეომ მაგრად კი ითამაშა „ბეტისის“ წინააღმდეგ, მაგრამ ნახატზე ასახული რეალურად არ მომხდარა.

თუმცა 2019 წელს ლეომ რეალობად აქცია ნაჰაიანის ნახატი.

რა იყო 10 წლის წინ და რატომ მაინც და მაინც ბეტისი?

ლეომ 2012/13 წლების სეზონში სიგიჟეები აკეთა, ლა ლიგაში 50 გოლი მოაგროვა. არგენტინელს ამდენი არასოდეს გაუტანია.

„ბეტისთან“ საშინაო მატჩში ლეო მოედანზე მხოლოდ 56-ე წუთზე გავიდა (2:2-ზე) და ჯარიმიდან უმალ გაიყვანა „ბარსა“ წინ.

მომდევნო ნახევარ საათში ლეო უბრალოდ ამსხვრევდა „ბეტისს“: ატყუებდა, ურტყამდა, ამწვავებდა, გაიტანა მეორეც და კიდევ შეეძლო: 93-ე წუთზე სამს გაექცა, მაგრამ მეკარეს ვერ გადაუგდო – ძალიან გაბრაზდა.

ისე „ბეტისი“ ლეოს ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. 24 მატჩში მესიმ 26 გოლი გაუტანა და კიდევ 10 საგოლე პასი მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები