LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3368
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ტყუპების მეტად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და გონებამახვილ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და შრომისუნარიან ქალწულში. აღნიშნული პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, ეს თვისებები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტად იჩენს თავს.

ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენა იწყება – დღეიდან 18 სექტემბრამდე ასტეროიდი ქირონი გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, სადაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. ეს მოვლენა საზოგადოებასა თუ ცალკეულ პირებში ხელს შეუწყობს ფინანსური პერსპექტივების ობიექტურ შეფასებას, ნაყოფიერი მოლაპარაკებების წარმოებასა და სარფიან ურთიერთთანამშრომლობას. ამასთანავე, ქირონს ძალიან უყვარს სამართლიანობა, რაც ამ პერიოდში საგრძნობლად მოიმატებს.

დღის რეკომენდაციები – დღევანდელი დღე მეტად კარგია ყოველგვარი განმწმენდი პროცედურებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე დალაგება-დასუფთავებისთვის. პერიოდი ფრიად სასიკეთოა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, აუდიტის ჩასატარებლად, გასაუბრებების გამართვისა და დიეტის დასაწყებად. გაითვალისწინეთ, რომ სხვათა საქმეებში მათი პირადი თხოვნის გარეშე დღეს ნუ ჩაერევით. მეორე მხრივ, მაქსიმალურად მოერიდეთ სასიყვარულო კონტაქტებს, ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, ახალ ნაცნობობასა და მეგობრულ კავშირებს. თავი შეიკავეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისგან, ყოველგვარი სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. რაც შეეხება დღევანდელ სიზმრებს – მათი შემდგომი ახდენა ფრიად საეჭვოა, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) და ელენთა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. ასევე, სასურველია დღის განმავლობაში მოერიდოთ ხორციანი საკვების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ, ყვითელ, ბეჟ, მწვანე და ყავისფერ ტონებს. მათი გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი ვერძის, ტყუპებისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები