LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელს საქართველოში 6 მილიონ ტურისტს ელიან

73

მომავალ წელს საქართველოში 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს ელოდებიან. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, არსებული ციფრები და მონაცემები დამაიმედებელია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის მუშაობის შედეგი ტურიზმის მიმართულებით უკვე გამოჩნდა და ეს ”საქართველოს ტურიზმის განვითარების ევროვნული სტრატეგია -2025”- ია.

”მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და ვიაროთ წინ. 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში საქართველოში ტურიზმის ზრდის ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში: ჩამომსვლელთა მთლიანი რაოდენობა 300%-ით გაიზარდა – 1.5 მილიონიდან, თითქმის 5,4 მილიონამდე , ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ოდნავ უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა- დაახლოებით 745 მილიონი დოლარიდან 1,8 მილიარდ დოლარამდე”,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ დიმიტრი ქუმისშვილმა განმარტა, ის შემოსავლები რაც ქვეყანას ტურიზმიდან აქვს (1,8 მილიარდი დოლარი) , ახალი სტრატეგიის მიხედვით 2025 წლამდე 5,5 მილიარდ დოლარამდე უნდა ავიდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  დღეს ტურიზმის ეროვნული სტრატეგია წარადგინეს, რომელიც მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით შეიქმნა. სტრატეგია 10- წლიან გეგმას მოიცავს და ის ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობისა და მნიშვვნელობის ასამაღლებლად შემუშავდა.

magti 5g