წითელ ხალიჩაზე ნახევრად შიშველი ვარსკვლავების ხილვას დიდი ხანია შევეგუეთ, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მაინც ახერხებენ ჩვენს გაოცებას. ერთად გავიხსენოთ 2016 წლის ყველაზე შიშველი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე და მათ შორის შევარჩიოთ ჩვენი ფავორიტები.
რეიტინგის სათავეშია მოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც Alexandre Vauthier-ის წითელ,სექსუალურ კაბაში გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე.
კიმ კარდაშიანის გარდერობში ასეთი კაბები მრავლადაა, თუმცა მათ შორის ყველაზე გულახდილი კაბის მოძიება რთული მიანც არაა.
კარდაშიანს ერთი საფეხურით ჩამორჩება ემილი რატაკოვსკი, რომელიც Instagram-ზე მუდმივად ახდენს ამის დემონსტრირებას.
ნამდვილი ფურორი მოახდინა American Music Awards-ის ცერემონიაზე კრისი ტაიგენმა. ცნობილი მოდელი და ჯონ ლეჯენდის მეუღლე დაჯილდოვებაზე ნახევრად შიშველი მივიდა.
იტალიელი მოდელის, ჯულიანა სალემის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. სამაგიეროდ ვენეციის კინოფესტივალზე მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ტელესერიალის, „ახალგაზრდა მამის“ პრემიერაზე ის საოცრად სექსუალური ნარინჯისფერი კაბით ბრწყინავდა.
იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ მოდელზე, დაიან მელოზე, რომელიც ასევე ვენეციის კინოფესტივალზე საცვლების გარეშე ვიხილეთ.
ნიკოლ შერზინგერის პირად ცხოვრებას ჟურნალისტები წელს აქტიურად განიხილავდნენ და მუსიკოსიც არ აძლევდა მათ მოდუნების საშუალებას. British Fashion Awards -ზე ის Julien Macdonald-ის პროვოკაციული კომბინიზონით ბრწყინავდა.