2017 წელს ევროსა და დოლარის კურსი, შესაძლოა, გათანაბრდეს, ამის შესახებ მსოფლიო სავალუტო ბირჟის ტრეიდერები აცხადებენ.
დოლარის გამყარების მთავარ მიზეზად აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ასახელებენ.
ტრამპის დაპირებებმა, რომ შეამცირებს გადასახადებს და გაზრდის ბიუჯეტის ხარჯვას, გამოიწვია მშპ-ს მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა, ამან კი, შესალძლოა, აიძულოს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რეფინანსირების განაკვეთი აწიოს, რომ ეკონომიკის „გადახურება“ თავიდან აიცილოს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ იმოქმედებს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში დოლარის გამყარებას.
Deutsche Bank-ის შეფასებით, ევრო დოლართან მიმართებაში მომავალი წლის დასაწყისშივე შესაძლოა გაიაფდეს.
ნოემბრის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტით დაეცა. ბოლო 2 წლის მანძილზე დოლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში რეკორდულია.
ბოლოს პარიტეტი ევროსა და დოლარს შორის 2002 წელს დაფიქსირდა.