LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლიდან სამშენებლო წესებში ენრგოეფექტურობის გათვალისწინება სავალდებულო გახდება

113

2017 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს სამშენებლო წესებში ცვლილებები შეიტანოს, რათა ახლადაშენებული შენობების ენერგომახასიათებელები ევროპულს გაუტოლდეს,- ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს” ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა განუცხადა.

 ”ენერგოეფექტურობის ცენტრმა” საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთვის შესაბამისი რეკომენდაციები უკვე მოამზადა. მათ შორის, უკვე აშენებული შენობების ენერგოეფექტურობის მიმართებითაც.

 ”ახალაშენებული შენობების ეფექტურობა უკვე იმ შენობის მობინადრეთათვის კი მოიტანს შედეგს და ეკოლოგიურ გაუმჯობესებას, მაგრამ პრობლემურ საკითხად რჩება უკვე აშენებეული შენობები. იგულისხმება საბჭოეთამდე, საბჭოეთის დროს და შემდეგ აშენებული შენობები. თუ გავითავლისწინებთ, რომ ასეთი შენობების საექსპლუატაციო ვადა, მაგ. ე.წ. ხრუშჩოვკების, უკვე ამოწურულია, დღის წესრიგშო დგება უსაფრთხოების საკითხიც. ამ კუთხით, ერთი ნაბიჯი, რომელიც მარეგულირებელი აქტებით უნდა გადაწყდეს, ის არის, რომ კაპიტალური შეკეთების დროს, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ კერძო შენობა, გათვალისწინებული იყოს მასში ენერგოეფექტური ღონისძიება” – განუცახადა ”ფორტუნას” აბულაშვილმა.

 მისივე განმარტებით, პრობელმურია ისიც, რომ აღნიშნული ღონისძიებები დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა, ინვესტორს დაეხმარება მთავრობის მიერ შემუშავებული ფინანსური შეღავათების სპეციალური სქემა, რომელიც ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში იქნება ჩადებული. სამოქმედო გეგმას შესაბამისი უწყებები ამუშავებენ.

 ”ყველა ღონისძიება მოითხოვს რაღაც რესურსს, მათ შორის ენერგოეფექტურობაც. სქემა, რომელიც უფრო შეღავათიან საფინანსო წყაროებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს და არა ბაზარზე არსებულ კომერციულ დაფინანსებას, ხელს შეუწყობს ამ ღონისძიებების განხორციელებას” – აღნიშნა აბულაშვილმა.

 

პოპულალურები