LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორსიო აეროპორტი 3,5 მლნ მგზავრს მოემსახურება

78

თბილისის საერთაშორსიო აეროპორტი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ 3 მლნ ნახევარი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

მისი განმარტებით, ამას ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც უკვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია.

”ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 28 მაისს. ეს ითვალისწინებს არამარტო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას, ასევე მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას, ასევე თვითმფრინავის ახალ სადგომებს, სამიმოსვლო ბილიკების რებილიტაციას. ეს არის ძალიან მოცულობითი პროექტი, რომელიც გრძელდება. ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიცია არის 60 მლნ დოლარამდე” – განაცხადა ზაქარაძემ.

დღეის მდგომარეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2.8 მლნ მგზავრის მომსახურება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები