უეფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 50 ფეხბურთელის სია, რომლებიც 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე პრეტენზიას აცხადებენ. გაფართოებულ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის “რეალს” ჰყავს – 11 ფეხბურთელი.
პრეტენდენტთა სრული ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები – ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კეილორ ნავასი (“რეალი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მცველები – დანი ალვეში (“იუვენტუსი”/პსჟ), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”/”მილანი”), დანიელ კარვახალი (“რეალი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), კამილ გლიკი (“მონაკო”), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), მარსელო (“რეალი”), ბენჟამენ მენდი (“მონაკო”/”მანჩესტერ სიტი”), ტომას მონიე (პსჟ), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), სერხიო რამოსი (“რეალი”), დავინსონ სანჩესი (“ტოტენჰემი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
ნახევარმცველები – დელე ალი (“ტოტენჰემი”), მარკო ასენსიო (“რეალი”), კაზემირო (“რეალი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”), ფაბინიო (“მონაკო”), ედენ აზარი (“ჩელსი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ისკო (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ჰენრიხ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), მირალემ პიანიჩი (“იუვენტუსი”), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”).
ფორვარდები – სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”), ქარიმ ბენზემა (“რეალი”), ედინსონ კავანი (პსჟ), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), რადამელ ფალკაო (“მონაკო”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კილიაპ მბაპე (“მონაკო”/პსჟ), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (“ბარსელონა”/პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”).
გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შედეგები 2018 წლის 11 იანვარს გამოცხადდება.