LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5191
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე რთულია, რაც გამოწვეულია სავსემთვარეობით. მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირება მორიელი-კუროს ზოდიაქალურ ღერძზე ადამიანებში განაპირობებს აგრესიას, დეპრესიულ განწყობას, ეჭვიანობას, წყენას, შურსა და სიჯიუტეს. მოიმატებს შეცდომების, კონფლიქტებისა და ტრავმების ალბათობა.

ამასთან, დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – მაქსიმალურად მოერიდეთ პროვოკაციებს, აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები. კარგად გამოიძინეთ, მეტი დრო დაუთმეთ ლოცვასა და პოზიტიურ ფიქრებს. დღე კარგია თვითშემეცნებისთვის, კვლევითი საქმიანობისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და საგამოძიებო საქმიანობისთვის. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება ან გასესხება. არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ნოტარიული საბუთების გაფორმება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ახდებიან.

პარტნიორული ურთიერთობები – მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე საუბარს. სავსემთვარეობის ფონზე ემოციები პიკზეა, რაც უმნიშვნელო წვრილმანსაც კი სერიოზულ კონფლიქტად აქცევს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდსასქესო სისტემა. ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) დღეს არ არის სასურველი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას, დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. კვების რაციონიდან ამოიღეთ ხორციანი ნაწარმი, ცხარე საკვები და ალკოჰოლური სასმელები. მოერიდეთ რენტგენს, სხივურ თერაპიას.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების გამოიყენეთ: ოპალი, გიშერი, თოპაზი, ობსიდიანი და ონექსი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, მწვანე, ბეჟ და თეთრ ფერებს, ეს ტონები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძებისა და ტყუპებისთვის, რომელთაც მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები