დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. 12:53 საათიდან 23:04 საათამდე გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. მძღოლებსა და ქვეითებს მართებთ მაქსიმალური კონცენტრაცია.
გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია, რაც ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის ცვალებადობა. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტი დაისვენეთ.
დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ სულსწრაფ მოქმედებას და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევას. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას ილუზიებსა და რომანებზე. არ არის რეკომენდებული მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დღე ხელსაყრელია საოჯახო საქმეებისა და ურთიერთობებისთვის. პოზიტიური პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ქორწინებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა და მეგობრული კონტაქტებისთვის. კარგი დროა ხელოვნების ნიმუშების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიის, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. ხელსაყრელია დიზაინი, არქიტექტურა, კოსმეტიკური პროცედურები, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მოსალოდნელია პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. პარტნიორულ ურთიერთობებში მაღალია არასწორი დასკვნების გამოტანისა და გაბუტვის ალბათობა, ამიტომ იყავით მეტად ტაქტიანი.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული და სასქესო სისტემები, თირკმელების ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) დღეს არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, სისხლძარღვებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. საკვებ რაციონში შეზღუდეთ ბევრი სითხე, მარილიანი კერძები, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტები.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ნეფრიტი, ლაზურიტი, ციტრინი და საფირონი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, მწვანე, ბეჟ და ყვითელ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით ნეიტრალურია.