2018 წლის განმავლობაში 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიშში წერია, რომლის შესახებაც bpn-ი წერს.
ანგარიშის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის განმავლობაში პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ – 348 ექიმი) განიხილა. საკითხის განხილვის შედეგად კი 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით – 54 ექიმს, 2 თვით – 36 ექიმს, 3 თვით – 11 ექიმს, 4 თვით – 3 ექიმს, 5 თვით – 1 ექიმს); 2 ექიმს – გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.
საკითხის განხილვის შემდეგ მხოლოდ 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.