Apple-ის სმარტფონებს კომპლექტში ყოველთვის მოჰყვება 1 ამპერიანი დამტენი საშუალებები. ეს ფაქტი საკმაოდ ცუდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონის (iPhone X) მფლობელი ხართ და მასში მინიმუმ 1000 დოლარი გაქვთ გადახდილი.
თუმცა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2018 წელს iPhone-ს 18 ვატიანი დამტენი მოწყობილობა ექნება, ამასთან, ის USB-C პორტით იქნება აღჭურვილი, ხოლო კომპლექტს ასევე USB-C და Lightning მოჰყვება.
თუკი ეს ხმები დადასტურდა, გამოდის, რომ Apple-ის სმარტფონები გაცილებით მალე დაიტენება. ამას გარდა, შესაძლებელი იქნება კომპლექტური კაბელის გამოყენება MacBook-ის თანამედროვე ნოუთბუქებთან მისაერთებლად.