LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის პრემია “საბას” გამარჯვებულები – სია

201

ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომელთაგანაც წელს სამ ნომინაციაში პირველად გაიცა ჯილდო.

ესენია: ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.ამ ნომინაციების დამატება “საბამ” ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.

გამარჯვებულების სია ასეთია:

საუკეთესო რომანი

  • გურამ ბათიაშვილი, ელიგულა და კავა (გამომცემლობა ინტელექტი)
  • მარი ბექაური, ანას მომენტი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ლაშა ბუღაძე, პატარა ქვეყანა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით გაბუნია, დაშლა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
  • თამარ თანდაშვილი, მატერიკონი (გამომცემლობა სიესტა)

 

საუკეთესო პროზაული კრებული

  • თეონა დოლენჯაშვილი, პერსონალური ქრისტე (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ლევან მუსხელიშვილი, მოკლე მოთხრობები (გამომცემლობა სეზანი)

 

საუკეთესო პოეტური კრებული

  • გიორგი არაბული, გვრინი (გამომცემლობა ინტელექტი)
  • სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ზურაბ რთველიაშვილი, პოეზიის დიქტატურა (გამომცემლობა ინტელექტი)
  • პაატა შამუგია, დედა ენა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
  • ბელა ჩეკურიშვილი, სიშიშვლის დეტექტორი (გამომცემლობა ინტელექტი)

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • გაბრიელ ტანიე, ქანაანის შვილები (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ზურა ჯიშკარიანი, საღეჭი განთიადები: უშაქროდ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • სოსო მეშველიანი, ქუნარეშ (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ირმა ტაველიძე, სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები (გამომცემლობა დიოგენე)
  • მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა ქოლგა)

 

საუკეთესო ქართული თარგმანი

  • მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი (გამომცემლობა კენტავრი)
  • მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის ემიგრანტები (გამომცემლობა დიოგენე)
  • მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია თარგმანები (გამომცემლობა არტანუჯი)
  • დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის მატყუარა იაკობი (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას ქალაქი და ძაღლები(გამომცემლობა ინტელექტი)
  • ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის მალინა (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • ნანა ტონია, ევრიპიდეს ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი(გამომცემლობა ლოგოსი)
  • ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის შიშველი საუზმე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი-ll (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის ადრიანეს მოგონებები (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის უცხო მიწა (გამომცემლობა პალიტრა L)
  • რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის მოსკოვიადა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

სხვა ნომინაციები

  • ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი – ეკატერინე ტეტი და იულია დეინსი, რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები
  • ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა – ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი
  • ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა – Mitteldeutscher Verlag
  • პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის – ნინო ხარატიშვილი
  • პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – რეზო გაბრიაძე

 

დაჯილდოების ღონისძიება ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდა. ცერემონია წელს გამორჩეული და ყველაზე მასშტაბური იყო.  წინა წლებისგან განსხვავებით, საბა 2018-ის დაჯილდოება ორ ენაზე გაიმართა. წამყვანები კი რატი ამაღლობელი და ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, დორის აკრაპი იყვნენ.

ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ – ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედია.

 

magti 5g