LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის რამდენიმე მსხვილი ბიზნესგარიგება საქართველოში

p1953

2018 წელი ქართული ბიზნესისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა– შედგა რამდენიმე მსხვილი გარიგება, რომელმაც ბაზარზე არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.

გთავაზობთ, რამდენიმე მსხვილ გარიგებას, რომელიც ქართულმა კოპანიებმა გააფორმეს.

1. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართული ბიზნეს ჯგუფის საკუთრება გახდა.

კომპანია WALTBAY LTD-მ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის – შპს “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

2. Silknet-მა GeoCell- იყიდა – 2018 წელს საქართველოში ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა – კომპანია „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა და მასში 153 მილიონი დოლარი გადაიხადა. შედეგად, ბაზარზე გაჩნდა კომპანია, რომელმაც „სილქნეტის” ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურება “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანა.

3. BGEO 2 ნაწილად გაიყო – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი ორ დამოუკიდებელ კომპანიად 2018 წლის გაზაფხულის ბოლოს გაიყო. ამჟამად კომპანიები – “საქართველოს ბანკი” და “საქართველოს კაპიტალი” საქმიანობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ.

4. სადაზღვევო კომპანიააი სი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთერთმა მსხვილმა სადაზღვევო კომპანია EUROINS GROUP შეიძინა და ის ქართულ ბაზარზე “ევროინს საქართველოს” სახელით აგრძელებს ოპერირებას.

5. „არაი” და „სმაილი“ გაერთიანდა. 2018 წელს კონკურენციის სააგენტო ტექნიკის ბაზარზე კიდევ ერთ გაერთიანებას დათანხმდა, რის შედეგადაც „ამერიტექსი” (არაი თუმოროუ) და „სმაილი“ გაერთიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები