LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები გამოვლინდნენ

7403828-0-image-a-90_1544744143004

,,ფორბსმა” ,,წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები” დაასახელა.

გასული წლის მსგავსად, რეიტინგის პირველ პოზიციაზე კენდალ ჯენერი მოექცა. საინტერესოა, რომ 23 წლის მოდელმა შარშან, ჟიზელ ბიუნდჰენის 15 წლიანი ჰეგემონია დაამხო, რომელიც ამჯერად მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა, 2017 წლის 1 ივნისიდან, 2018 წლის 1 ივნისამდე არსებული მონაცემებით, რეკორდული 22,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზის ასეთი წარმატება ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგია, როგორებიც: Estée Lauder, adidas, Calvin Klein და სხვები არიან. სწორედ ამიტომ კენდალი მსოფლიოს ყველაზე კომერციულ მოდელად ითვლება.

სიას 13 მილიონი დოლარით, კარლი კლოსი აგრძელებს, რომლის კვალდაკვალ მესამე ადგილს ერთდროულად ორი მოდელი, კრისი ტაიგენი და როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი იკავებენ. ჯონ ლეჯენდისა და ჯეისონ სტეტჰემის მეუღლეები, ერთი წლის განმავლობაში, 11,5 მილიონი დოლარით გამდიდრდნენ.

გავლენიანი ეკონომიკური გამოცემის მიხედვით, 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. კენდალ ჯენერი (22,5 მლნ.)
  2. კარლი კლოსი (13 მლნ.)
  3. კრისი ტაიგენი (11,5 მლნ.)
  4. როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი (11,5 მლნ.)
  5. ჟიზელ ბიუნდჰენი (10 მლნ.)
  6. კარა დელევინი (10 მლნ.)
  7. ჯიჯი ჰადიდი (9,5 მლნ.)
  8. ბელა ჰადიდი (8,5 მლნ.)
  9. ჯოან სმოლსი (8,5 მლნ.(
  10. დაუტცენ კრეზი (8 მლნ.)

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ლონდონის ,,ალბერტ-ჰოლში”, The Fashion Awards გაიმართა, სადაც ,,წლის მოდელად”, სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი დასახელდა. გოგონა ,,ფორბსის” ჩამონათვალში ვერ მოხვდა.