საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5%-ით (176 182 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წელს), ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63%-ით (1 127 787 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს) არის გაზრდილი.
2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65%-ით (159 რეისით) იკლო.
უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2019 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით, შესაბამისად, 2.14%-ით ნაკლებია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
ავიასანქციებმა მხოლოდ დედაქალაქს დაარტყა - თბილისის აეროპორტში კლებაა, რეგიონებში -ზრდა
საქართველოს აეროპორტები ჯამში - 5,200,419 მგზავრს მოემსახურა
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2019 წელს – 2018 წელთან შედარებით 1.9 % -ით შემცირდა, გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1.7 % -ით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12.3 % ით გაიზარდა. 12.7%-იანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმე თვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.