LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს რუსეთს ეკონომიკური დაღმასვლა ელოდება

რუბლი

ეკონომიკისა და ფინანსების 17 ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთის სანქციების გავლენით, 2019 წელს ეკონომიკური დაღმასვლა, რუბლის მეტი დევალვაცია და გადასახადების ზრდა ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ეკონომიკის დაღმასვლის ფონზე 2019 წელს 0,3%-ით შემცირდება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, რომლის ზრდა 2018 წელს 1,7%-ს შეადგენს.

2014 წლიდან რუსეთი,  უკრაინის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის, აშშ-ის, ევროკავშირის და დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების ქვეშ იმყოფება. ნოემბრის ბოლოს კი ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების დაპატიმრების გამო დასავლეთში მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე ალაპარაკდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები