LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს თბილისში ახალი გზის მშენებლობა დაიწყება – ლისი და გელოვანის გამზირი ერთმანეთს დაუკავშირდება

gza

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ახალი გზის მშენებლობა დააანონსა. როგორც მერმა 2018 წლის, ბოლო, 44-ე სხდომაზე განაცხადა, 2019 წელს მაჭავარიანის ქუჩა გელოვანის გამზირს სრულიად ახალი გზით დაუკავშირდება.

“ეს არის ლისიდან ჩამოსასვლელი. ახალი გზა გვინდა გავაკეთოთ, რომელიც ვეფხი და მოყმესთან ჩამოვა და გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც 2019 წელს დავიწყებთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი გზის მშენებლობის დეტალებზე, თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი უმოკლეს ვადებში, მოძრაობის შეფერხების გარეშე განხორციელდება.

“პროექტირების ნაწილი უკვე დასრულების ფაზაშია, 2019 წელს უკვე სამშენებლო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. მოკლე ვადებში მოხდება ამ პროექტის განხორციელება, რადგან ეს მოძრაობას არ აფერხებს. რა თქმა უნდა, ბოლოს უკვე მოხდება ახალი გზის გელოვანის გზასთან შეერთება, თუმცა სამუშაოების შესრულება მანამდე, თავისუფლად იქნება შესაძლებელი, რადგან სრულიად დამოუკიდებელ მონაკვეთზე გვაქვს საუბარი,” – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა.

magti 5g