LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, საწვავზე აქციზის შემცირება არ იგეგმება

110

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საწვავზე აქციზის შემცირებას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

“ამ ეტაპზე აქციზში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება პროექტის კორექტირებას, თუკი კორექტირების ფარგლებში მივიღებთ წინადადებას, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი შემცირდეს, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი რომელიმე გადასახადის შემცირებაზე”,- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g