2019 წელი თითქმის მიიწურა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ საინტერესო, სიახლეებით დატვირთული და სკანდალური იყო. მსოფლიო 2019 წელს აჯამებს, „წლის არტისტები,“ „წლის ალბომები,“ „წლის სიმღრები,“ და აი, დადგა ჯერი იმისა, რომ ვარსკვლავების პირად ცხოვრებაში უფრო ღრმად შევიჭრათ და 2019 წლის ყველაზე გახმაურებული განქორწინებები განვიხილოთ.
კოლინ ფერტი და ლივია ჯუჟოლი – მათი ქორწინება 22 წელს ითვლის, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილმა დაშორება და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. მიზეზი უცნობია, თუმცა ის მაინც ვიცით, რომ წყვილი თავიანთი შვილების ხათრით, მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს.
კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – მიმდინარე წელს, წყვილმა პაუზის აღება გადაწყვიტა, მიზეზი უნდობლობა იყო. ტაბლოიდების კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ ტრევისი მეუღლეს ღალატობდა, კაილი კი თავისი ექს-ბოიფრენდის კონცერტზე დააფიქსირეს.
მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი – ეპატაჟური მაილი და მისი მეორენახევარი უამრავჯერ დაშორდნენ, შემდეგ კი შეურიგდნენ ერთმანეთს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაშინ დასრულდა, როდესაც საირუსმა მეუღლეს გოგონასთან უღალატა. მას შემდეგ მაილიმ ბევრი პარტნიორი გამოიცვალა და ბოლოს კანადელ მომღერალს, კოდი სიმპსონს მიადგა. არც ლიამია ეულად, სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მსახიობი მედისონ ბრაუნს ხვდება.
პამელა ანდერსონი და ადილ ლამი – წყვილის ორწლიანი ქორწინების დასასრულის მიზეზი ადილის ღალატი იყო, პამელას განცხადებით, მეუღლე მას ყველა ყოფილ პარტნიორთან ღალატოდა.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი – მიმდინარე წელს კიდევ ერთი საოცრად ლამაზი წყვილის ქორწინება დაინგრა. 4 წლიანი ურთიერთობა ოფიციალურად ,,ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დასრულდა, ინსაიდერები იმასაც ეჭვობდნენ, რომ დაშორების მიზეზი ლედი გაგა გახდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
ლედი გაგა და კრისტიან კარანო – ეპატაჟურიმა ლედი გაგამ თებერვალში დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა, ინსაიდერების თქმით, დაშორების მიზეზი კრისტიანის გაუსაძლისი ეჭვიანობა იყო.
ნიკოლას ქეიჯი და ერიკა კოიკე – წლის ყველაზე ხანმოკლე ქორწინება მსახიობ ნიკოლას ქეიჯის ჰქონდა, რომელმაც განქორწინებაზე განაცხადი სულ რაღაც 4 დღის შემდეგ შეიტანა და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ის ვეგასში, არაფხიზელ მდგომარეობაში დაქორწინდა და მას ქორწინებაში ყოფნა სულაც არ მოეწონა.