ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ სცენაზე, ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. ევროვიზია წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში იმართება 12, 14 და 16 მაისს. კონკურსს Ahoy Arena უმასპინძლებს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა, სადაც პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე.
თორნიკე ყიფიანმა 2014 წელს საქართველოს “X ფაქტორიც” მოიგო.