LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 510%-ით გაგვეზარდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

53
236370744-4188758764507407-6470809565191241076-n

ტურიზმის სექტორში ზრდის ტენდენცია გრძელდება – 2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 75%-ით ნაკლებია.

ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, შემდეგია: რუსეთი – 39 909 ვიზიტორი, თურქეთი – 34 847 ვიზიტორი, უკრაინა – 29 372 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 23 117 ვიზიტორი, სომხეთი – 22 733 ვიზიტორი. ვიზიტორების სიმრავლე შეინიშნება საუდის არაბეთიდანაც, საიდანაც აგვისტოში 16 436 ვიზიტორი გვეწვია.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს განმავლობაში, ვიზიტორთა ნახევარზე მეტი ქვეყანაში საჰაერო გზით შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g