LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს საქართველოს ეკონომიკაში 50.2%-ით თბილისი გამოირჩეოდა – როგორია სხვა რეგიონების წილი

139
თბილისი 2

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 60 003.3 მლნ ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა თბილისი (50.2%), შემდეგ იყო აჭარა (9.3%), იმერეთი (9.1%), ქვემო ქართლი (8.4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.7%).

დედაქალაქში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (24%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4%) და მშენებლობა (9.1%).

აჭარის რეგიონში წამყვანი ეკონომიკური სექტორები იყო: მშენებლობა (16.1%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (14%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%).

იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი დაიკავა დამამუშავებელმა მრეწველობამ (14.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობამ (11.6%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობებმა (9.5%).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (24.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.8%) და საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (8.7%).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g