დეა კულუბეგაშვილის ფილმი ,,დასაწყისი” ,,ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ძლიერ კონკურსანტად განიხილება. ამის შესახებ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების წინ, რამდენიმე თვით ადრე, ერთ-ერთი საიტი www.goldderby.com წერს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უცხოური ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად ყველაზე მეტი შანსი აქვს ცხრა ფილმს და მათ შორის სახელდება საკონკურსო ფილმი საქართველოდან.
დეა კულუმბეგაშვილის ,,დასაწყისმა” უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ფილმში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს.