LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის პირველ 4 თვეში, საქართველომ ღვინის ექსპორტით 65 მლნ-მდე დოლარი მიიღო

57
185776376-2795586850752967-3792579172206266357-n

2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  პოლონეთი – 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი – 19% (1,559,533 ბოთლი), ლიეტუვა – 71% (356,748 ბოთლი), აშშ – 2% (325,468 ბოთლი), ესტონეთი – 3% (228,592 ბოთლი), გერმანია – 1% (229,527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 6% (157,932 ბოთლი).

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g