LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის პროგნოზები: კომპანიები საოფისე ფართებს შეამცირებენ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს

123
138945095-445528056856238-4074462531268191537-n

დეკემბრის თვეში სავაჭრო ობიექტების დახურვამ გაართულა სავაჭრო სექტორის მდგომარეობა. როგორც წესი, დეკემბერი ყველაზე აქტიური თვეა სავაჭრო სექტორისთვის და ოპერატორები დიდ იმედებს ამყარებდნენ წინასაახალწლო პერიოდზე.  საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ სექტორის აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში, ბრუნვა კი 20%-ით შემცირდება 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

„ვვარაუდობთ, რომ საიჯარო მოლაპარაკებები განახლდება და გადასახადებისგან გათავისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია ფიქსირებული გადახდის პირობების ჩანაცვლება ბრუნვაზე მიბმული გადახდის მეთოდით. ფაქტობრივად, სავაჭრო ცეტრებსა და ობიექტების მფლობელებს მოიჯარეების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ“, – აცხადებენ Cushman & Wakefield Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, ცვლილებები საოფისე სექტორში, სავარაუდოდ, 2021 წელსაც გაგრძელდება. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად იმოქმედა კრიზისმა ბიზნესცენტრების მოიჯარეებზე. რამდენი მათგანი განაგრძობს ოპერირებას პოსტკრიზისულ პერიოდში?

„ცვლილებებია მოსალოდნელი ვაკანტური საოფისე სივრცეების ათვისების კუთხითაც. დამსაქმებელთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ეფექტური საქმიანობისთვის არ არის აუცილებელი თანამშრომელთა 100%-ის ოფისში სიარული. უკვე არაერთი კომპანია განიხილავს საოფისე ფართის შემცირებას. გარდა ამისა, ზოგიერთი კომპანია გეგმავს საერთო სამუშაო სივრცეებში საქმიანობის გაგრძელებას. მოსალოდნელია საოფისე სივრცეების ვაკანტურობის ზრდა, მეორე მხრივ კი მოთხოვნის ზრდა საერთო სამუშაო სივრცეებზე.

საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვევს ფასების ვარდნას. ბოლო წლებში, ბ+ კლასის საოფისე სივრცეები მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ა კლასის საოფისე სივრცეებს. ხელსაყრელი პირობების და კარგი მდებარეობის პირობებში, ბ კლასის ოფისები თანდათანობით უფრო მეტად აქტუალური ხდება და ამ ეტაპზე სექტორის 2/3-ს წარმოადგენს. რომელი ტიპის საოფისე სივრცეები იქნება უფრო მოთხოვნადი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შემცირდება საიჯარო ღირებულება. თუმცა საიჯარო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რაც როგორც წესი 6 თვიანი ვადით ფორმდება, საოფისე სექტორთან დაკაშირებული ცვლილებები სხვა სექტორებთან შედარებით გვიან გამოვლინდება. ვვარაუდობთ , რომ საოფისე სექტორიც ჩიხში იქნება ბაზრის სრულ აღდგენამდე“, – ნათქვამია Cushman & Wakefield Georgia-ს ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g