LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელი ავიაციაში დაკარგული ბარგის წელი იყო – რამდენმა ადამიანმა დაკარგა პირადი ნივთები

158
baggage

ავიაკომპანიები და აეროპორტები ბარგის არასწორი დამუშავების მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგანან, ნათქვამია საავიაციო IT სერვისების პროვაიდერის SITA-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში „Baggage IT Insights“. რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ასეთი სიტუაციების რაოდენობა 2022 წელს გაორმაგდა და ათას მგზავრზე 7,6 ჩანთა შეადგინა.

კვლევის ავტორების თქმით, ეს გამოწვეულია საერთაშორისო და გრძელვადიანი ფრენების აღდგენით. ამასთან, საერთაშორისო ფრენებზე არასწორად შემოწმებული ბარგის შემთხვევები 8-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შიდა რეისებზე.

რა თქმა უნდა, ბარგის მენეჯმენტი და მისი შეუფერხებელი ტრანსპორტირება აეროპორტებში, განსაკუთრებით პიკის პერიოდში, შეფერხებულია კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობით და საჰაერო ნავსადგურების გადატვირთულობით.

მთლიანობაში, 2022 წელს მსოფლიოს აეროპორტებში 26 მილიონი ჩემოდანი და ჩანთა დაზიანდა ან დააკავეს. ამ რაოდენობით დაგვიანებული ბარგი შეადგენდა 80%-ს, ხოლო დანარჩენი 20% დაკარგული, მოპარული და დაზიანებული ნივთებია, ნათქვამია მოხსენებაში.

SITA აღნიშნავს, რომ ინდიკატორის ზრდა მოხდა ამ სტატისტიკის ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შემცირების ტენდენციის შემდეგ. ამავდროულად, ბარგის დამუშავების პროცესის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო 2007-2021 წლებში არასწორად დამუშავებული ჩანთების რაოდენობას ათას მგზავრზე 59,7%-ით შემცირებაში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს ბარგის ტრანსპორტირების სისტემების შემდგომი დიგიტალიზაციის აუცილებლობაზე. ამისთვის ავიაკომპანიებმა უნდა განახორციელონ ინვესტიციები ტექნოლოგიებში, რათა მოხდეს მისი სტატუსის რეალურ დროში ინფორმირება. ამჟამად, ოპერატორების მხოლოდ 57% უზრუნველყოფს მობილურით წვდომას ასეთ ინფორმაციაზე მათი თანამშრომლებისთვის.

SITA-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 84%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, გადამზიდავების 67% გეგმავს მგზავრებს შეატყობინოს შემოწმებული ბარგის სტატუსის შესახებ რეალურ დროში, მაშინ როცა ამას აკეთებს ამჟამად 25%.

 

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g