LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარი 29,000-მა ადამიანმა მოითხოვა 

132
ემიგრაცია

2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე 29,000 განაცხადი შევიდა, რაც მინიმუმ 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემზე 94%-ით მეტია. საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს 14,600 განაცხადი იყო წარდგენილი, 2020 წელს – 8,650.

ევროკავშირის ქვეყნებმა გასულ წელს სულ დაახლოებით 966 000 მიიღეს, რაც 50%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით და ყველაზე მეტი 2016 წლის შემდეგ.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

როგორც ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ოფიციალური გვერდი იუწყება, აპლიკანტთა უმრავლესობა სირიელები, ავღანელები და თურქები არიან, თუმცა განაცხადები სხვა ეროვნების მოქალაქეებისგანაც საკმაოდ ბევრი იყო.

magti 5g