LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა: NCDC

159
1583832665-1583379880-კორონავირუსი

COVID-19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%- ში (95% CI 81.3-82.6) დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79%-ს (95% CI 78.3-79.6) აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს (95% CI 28.3-29.8), ხოლო 21.7%-ში (95% CI 21.0-22.3) განვითარდა გულის უკმარისობა.

magti 5g