LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა ქმნის კარგ საფუძველს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – ირაკლი კოვზანაძე

138
1542968708-ირაკლი-კოვზანაძე5

„მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს, მომავალი წლის ბიუჯეტის აღსრულების პროცესში, მუდმივი “მეთვალყურეობის“ ქვეშ ჰქონდეს დეფიციტის პარამეტრი, და რეზერვების გათვალისწინებით ეცადოს მის კიდევ უფრო შემცირებას. ამით იგი ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებას და ლარის კურსის სტაბილურობას“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს - ფინანსთა მინისტრი 

მინისტრის თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.

თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით.

„მიმდინარე წლის, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა ქმნის კარგ სასტარტო პირობებს, კარგ საფუძველს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

magti 5g