LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლისთვის მიზანი მთელი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციაა: გამყრელიძე

77
1

უნდა ველოდოთ თუ არა ვაქცინაციის მხრივ საქართველოში 2022 წელს შედეგების გაუმჯობესებას – პროგნოზებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, 2022 წლისთვის მთავარი მიზანი არამხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის, არამედ მთელი მოსახლეობის 70 %-ის აცრა იქნება.

მისივე თქმით, გეგმა, რომელიც 60 %-ის ვაქცინაციას ითვალისწინებდა, ვერ შესრულდა:

“პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება, მარტო საქართველოში კი არა, პროგნოზები თითქმის არსად არ გამართლდა.

ჩვენ წელს მოზრდილი მოსახლეობის 40 %-ის მოცვაზე გავდივართ. გეგმა 60 %-ის ვაქცინაცია იყო. გიდასტურებთ, რომ ვერ გავედით, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მოდით თემის ანალიზი ახალ წელს მივანდოთ…

2022 წლისთვის მიზანი იქნება 70%-ზე გასვლა, ოღონდ არამხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის, არამედ მთელი მოსახლეობის 70 % ის ვაქცინაცია. მოგეხსნებათ, ჩვენ ჯერ ბავშვებში ძალიან აქტიურად არ გვაქვს იმუნიზაცია, უმეტეს ქვეყნებშიც ჯერჯერობით 5-დან 11 წლამდე ბავშვებში არ არის დაწყებული, ძირითადი ოპერირება მოზრდილებზე ხდება, მაგრამ ახალი გეგმით, რომელიც სადღაც იანვრის მეორე ნახევარში დამტკიცდება სამინისტროს მიერ და შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ის გულისხმობს, რომ ივლისისთვის უნდა გავიდეთ 70%-იან მოცვაზე.” – თქვა გამყრელიძემ.

მან ვაქცინაციის ნელი ტემპის გამომწვევ მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველი მიზეზი არის ის, რომ საკომუნიკაციო კამპანია დააკლეს:

“როცა მიზეზებზე მეკითხებიან – რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი – ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე.” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g