LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს ყველაზე მეტ ვიზიტორს სტამბოლმა უმასპინძლა

147
სტამბოლი

Forbes Georgia-ს ცნობით, Euromonitor International-მა მსოფლიოს იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა.

რეიტინგის ლიდერობა სტამბოლმა მოიპოვა. თურქეთის ეკონომიკურმა და კულტურულმა ცენტრმა 2023 წელს 20.2 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 26%-იან ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთმა აშშ-დან და კანადიდან მოგზაურთათვის სავიზო მოთხოვნები შეარბილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სიაში მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა, ლონდონმა დაიკავა. მან  გასული წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 18.8 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. ეს წლიურ ჭრილში 17%-იან ზრდას წარმოადგენს.

ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე  კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი დუბაია. მან 2023 წელს 16.8 მილიონ ვიზიტორი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქების ათეულში ასევე მოხვდა: ანტალია, პარიზი, ჰონგ კონგი, ბანგკოკი, ნიუ-იორკი, კანკუნი და მექა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g