LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

196
თოკო

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, აჭარაში 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

საუბარი იმ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს შეეხო, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე იმსჯელეს, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში ვიზიტორებს მოიზიდავენ, ასევე, იმ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდეს.

შეხვედრაზე ყურადღება ტურიზმის მზარდი სტატისტიკის შესახებაც გამახვილდა. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2023 წელი რეგიონისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, გამორჩეული იყო – აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან.

2023 წელს აჭარაში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 4 მილიონს. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 25.3%-ითაა გაზრდილი. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც – მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა.

magti 5g