LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში დაარეგისტრირეს

184
55

რუსული Forbes, კომპანია Finion-ის ანალიტიკოსების კვლევაზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის ლიდერობს, სადაც 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ახალი კომპანიები დააფუძნეს – საუბარია 13 000 იურიდიულ სუბიექტზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველოში 16 000 ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსებმა საქართველოში 7788 კომპანია დააარსეს.

კომპანია Finion-ის დირექტორის ვიაჩესლავ კარტამიშევის თქმით, საქართველოში რუსული კომპანიების მომრავლება რამდენიმე მიზეზით აიხსნება, ესენია: ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შედინება, ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა, ბიზნეს საქმიანობისთვის საბანკო ანგარიშების ლეგალურად გახსნის შესაძლებლობა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 6100 ახალი კომპანია დაარეგისტრირეს. შედარებისთვის, ერთი წლით ადრე ეს რიცხვი 3500-ს შეადგენდა.

მესამე ადგილზე სომხეთი მოხვდა. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, აქ რუსების მიერ გახსნილი კომპანიების რაოდენობამ 3400, ინდივიდუალური მეწარმეებისამ კი – 2000 შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ სომხეთში გახსნილი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 7328, ინდივიდუალური მეწარმეებისა კი – 4983 იყო.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ: მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g