LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს“ -საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორი

107
Untitled

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორი როლანდ ჰორნი ამბობს, რომ საქართველომ კარგად იმუშავა, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით.

“საშეჯიბრო ტრასას რაც შეეხება, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დაგეგმილ განრიგზე წინ ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სამუშაო პროცესში და ყველამ იცის თავისი საქმე, შესაბამისად მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. 2020 წელს პირველად ვიყავი ევროპის თასზე გუდაურში, მას შემდეგ  საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და ემ თი ეიმ (MTA) კარგად იმუშავეს, როგორც საორგანიზაციო ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ვფიქრობ, რომ 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს”, – ამბობს როლანდ ჰორნი.

ცნობისთვის, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  (FIS) ეგიდით ბაკურინაში, 19-20 თებერვალს ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები – სლოუფსთაილის. წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში  კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა.

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g