LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოს რეზიდენტების დიდი ნაწილი თურქეთს ესტუმრა

146
ტურიზმი

PMC კვლევითი ცენტრი გასვლითი ტურიზმის დინამიკის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 42%-ით აღემატება.

ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევს ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%). აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის მეორე კვარტლიდან, რაც უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 1.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის იმავე მაჩვენებელს 6%-ით ჩამოუვარდება. დანახარჯების განაწილების მიხედვით, მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საყიდლების წილი (+10 პპ), კვების წილი (-6 პპ) კი შემცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g