LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა

125
სიღარიბე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი), წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.

2023 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8% (-2.5 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები