LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში საწარმოთა 70% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს

119
ტექნოლოგიები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94.4%-ს ჰქონდა, ამასთან, საწარმოთა 72.6% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

საწარმოებში დასაქმებულთა 21.4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატიულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის).

საწარმოების 29.6% აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს (Facebook, Linkedin და ა.შ.), საწარმოთა 70%-ი კი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები