LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0.9%-ით შემცირდა

122
უმუშევრობის დონე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის სამუშაო ძალის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2022 წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5 პროცენტი შეადგინა.

2023 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის რეგიონებში.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით.

2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (44.6 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.3 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები