LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა

148
inf

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანმრთელობის დაცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g