საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ადგილობრივი ტურიზმის შესახებ 2023 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 6.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების 37.2%-ი თბილისის მცხოვრებლები არიან.
ვიზიტების უმრავლესობა (43.7%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.
ყველაზე მეტი ვიზიტი იმერეთის რეგიონში განხორციელდა (საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში).
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 366 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 5.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.