საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
ვიზიტების უმრავლესობა (51.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში და იმერეთის რეგიონში.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300 მილიონი ლარით, რაც 7.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.