LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს კოსმოსში კინოსტუდია აშენდება

89
See-Space

კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავენ. გრანდიოზული გეგმები კომპანია Space Entertainment Enterprise-ს აქვს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს და მთავარ როლში ტომ კრუზს მოისაზრებს.

დედამიწის მიღმა მდებარე კინოსტუდია ჩვეულებრივი კოსმოსური სადგური იქნება და ფილმის ან რაიმე სხვა კონტენტის გადაღებას იქ ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

გეგმა ნამდვილად არაამქვეყნიურია, თუმცა პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან რომ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერით მიზნის მიღწევა ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები