Visual Capitalist-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი ეყრდნობა როგორც საჯარო, ასევე წამყვანი კერძო კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს. სიაში სულ 35 კომპანია მოხვდა.
რეიტინგის სათავეში საცალო ვაჭრობის გიგანტი Walmart-ია. ამერიკული კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 648.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ირკვევა, Walmart ყოველ საათში, დაახლოებით, 74 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მისი მომხმარებლების ვიზიტების საშუალო მაჩვენებელი კი კვირაში 255 მილიონს აღწევს.
574.8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლით მეორე პოზიციაზეა Amazon-ი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები ქლაუდ გამოთვლითი სერვისების, Amazon Prime-ისა და რეკლამის დამსახურებით გაორმაგდა.
რეიტინგში, 545.9 აშშ დოლარის შემოსავლით, მესამე ადგილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ჩინურმა კომპანიამ State Grid დაისაკუთრა, რომელმაც შარშან ჩილეში ელექტროენერგიის ორი უმსხვილესი დისტრიბუტორი შეიძინა, ამასთან, ის მსოფლიოში ლითონის უმსხვილეს შემსყიდველად რჩება.