LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებით პასუხს არ მიიღებს, სჯობს მოლოდინების შემცირება: ევროპარლამენტარი

204
მარინა კალიურანდი

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინების შემცირება, რადგან 2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებით პასუხს არ მიიღებს. სჯობს მოლოდინების შემცირება და რეალობის განმარტება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ონლაინკონფერენციაზე – “საქართველოს გზა ევროკავშრისკენ, რა არის შემდეგი?” განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირში გაფართოების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს და ეს რეალობაა.

მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები – კახა კუჭავა

ევროპარლამენტარის თქმით, ის დიდ ყურადღებას არ გაამახვილებდა კითხვაზე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, რადგან უახლოეს მომავალში ეს არარეალური იქნება. ის აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სექტორალური რეფორმების საკითხში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

“ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს და ქართველებს აქვთ უფლება, რომ განაცხადი გააკეთონ იმ ორგანიზაციის წევრობაზე, რომელშიც სურთ, რომ იყვნენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხავდასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრება იკითხოთ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც ნიშნავს ერთსულოვან მხადრაჭერას ევროკავშირში. ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა.

ძალიან ღიად და გულწრფელად ვიტვყი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას წევრობაზე კითხვას, რადგან ახლო მომავალში ეს რეალისტური არ იქნება. ამის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს სექტორულ რეფორმებს და მინდა მივულოცო საქართველოს, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავნია და თქვენ ამას აკეთებთ. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ქართველების ამბიციები შევამციროთ, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა.” – თქვა მარინა კალიურანდმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ახლაც არიან წევრი ქვეყნები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ 2004 წლის გაფართოება შეცდომა იყო. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ პირადადღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერია, გაწევრიანება კი პოლიტიკური საკითხია და მას კონსენსუსი სჭირდება.

თავარი გზავნილი ბრიუსელიდან არის, საქართველო ევროკავშირში – კახა კუჭავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g