LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველოდან 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა

113
ექსპორტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.

შარშან საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში 95 მლნ-მდე ლიტრი ღვინის, ხოლო 56 ქვეყანაში 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა.

ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 12% (6.7 მლნ ლიტრი), გერმანია – 30% (1.28 მლნ ლიტრი), აშშ – 32% (1.2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა – 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 42% (425.6 ათასი ლიტრი), თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი), კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი),  ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g