LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 185.4 ათასი პირი შეადგინა

109
ფული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის სოციალური დაცვის მაჩვენებლების თანახმად, გასულ წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, საიდანაც 70.8% ქალია, ხოლო 29.2% – კაცი. პენსიის მიმღებთა უდიდესი ნაწილი (30.5%) თბილისში ცხოვრობს.

ასევე თბილისში ცხოვრობს სოციალური პაკეტის მიმღებთა დიდი ნაწილიც, კერძოდ, 27.5%. ზოგადად, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი, 67.3% კი კაცია.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1%-ს – ომის მონაწილეები, 11.3%-ს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები.

საანგარიშო პერიოდში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 128.6 ათასი.

ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g